გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ იგი მზადაა მოახდინოს გერმანელი გამომძიებლების შეხვედრის ორგანიზება ედვარდ სნოუდენთან, თუკი ამერიკის დაზვერვის ყოფილ კონტრაქტორს მას ამის მზაობა ექნება. ჰანს პეტერ ფრიდრიხის კომენტარი გერმანულ გაზეთ „ცაიტში“ გამოქვეყნდა. გერმანიის გამოძიება დაინტერსებულია აშშ-ის დაზვერვის მხრიდან გერმანიის კანცლერზე განხორციელებული თვალთვალის დეტალების გამოძიებით. გერმანიის საკანომდებლო ორგანოს ოპოზიციონერი დეპუტატი ჰანს-ქრისტიან შტრიობელე ხუთშაბათს შეხვდა სნოუდენს მოსკოვში. გერმანელი დეპუტატის სიტყვებით, სნოუდენი მზადაა, გინდა გერმანიაში და გინდა რუსეთის მისცეს ჩვენება აშშ-ის ეროვნულ უშიშროების სააგენტოს მიერ განხორციელებული თვალთვალის შესახებ. თუმცა, როგორც სნოუდენის რუსი ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვერ დატოვებს რუსეთს, რადგან ეს მისთვის მინიჭებული დროებითი თავშესაფრის დაკარგვას გამოიწვევს. სნოუდენს აშშ-ი ეძებს მის მიერ ჯაშუშური საქმიანობისა და უშიშროების თვალთვალის პროგრამის გამჟღავნების გამო.