ჩილეში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ჩილეს ცენტრალურ ნაწილში დაფიქსირდა მიწისძვრა მაგნიტუდით 6,6. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია ინფორმაცია დაზარალებულთა შესახებ. მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ქალაქ კოკიმბადან 65 კილომეტრში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.