ისრაელმა 26 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა

დღეს დილით ისრაელმა გაათავისუფლა 26 პალესტინელი პატიმარი, რაც პალესტინელთა და ისრაელის შეთამნხმების ჩარჩოებში მოხდა, რისი მიზანიც ორ მხარtს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებაა. იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და ღაზის სექტორში ხალხი ზეიმობდა და მიესალმებოდა წლების განმავლობაში საპატიმროში მყოფი თანამემამულეების განთავისუფლებას. პალესტინელთა ავტონომიის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ პალესტინელები კვლავაც კატეგორიულად წინააღმდეგი არიან ისრაელის მიერ ოკუპირებულ პალესტინელთა ტირიტორიებზე ებრაელთა დასახლებების მშენებლობის და პატიმართა საკითხის დასახლებების თემათან დაკავშირებისა. ისრაელის მიერ პალესტინელთა ტერიტორიების დაკავების შემდეგ ათასობით პალესტინელი აღმოჩნდა ციხეებში