შაბათს ინგუშეთის დედაქალაქ ნაზრანში მომხდარი სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. შეტაკების ერთ-ერთი მონაწილე პოლიციის თანამშრომელი აღმოჩნდა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ორი შენიღბული ადგილობრივი მოსახლე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომელს, რომელმაც თავდაცვის მიზნით ტაბელური იარაღი გამოიყენა. სროლის დროს მოკლულ იქნა ორი თავდამსხმელი, პოლიციელი არ დაშავებულა. როგორც იტყობინებიან, თავში სასიკვდილოდ დაიჭრა გამვლელი ქალი.