შაბათს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სიკვდილის შემდეგ მიანიჭა „ეროვნული გმირის“ წოდება გენერალ გიორგი მაზნიაშვილს, გრიგოლ ფერაძეს, ამბროსი ხელაიას, მიხაკო წერეთელს, ექვთიმე თაყაიშვილს, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას. ამის თაობაზე სააკაშვილმა სოფელ ქვემო ალვანში გამართულ ცერემონიაზე განაცხადა.