აშშ-ში გაემგზავრა ნავაზ შარიფი, პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, რათა განიხილოს მასპინძლებთან ერთად ის საკითხები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას ართულებს. შარიფი კვირას შეხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერის, რომელიც შემდეგ ევროპულ ტურნეს იწყებს. 23 ოქტომბერს შარიფი აშშ-ის პრეზიდენტ, ბარაკ ობამას ხვდება.