ერაყში აფეთქებებმა 40-მდე ადამიანი შეიწირა

ერაყელი ოფიციალური პირების ცნობით, ხუთშაბათს აფეთქებებმა 40-მდე ადამიანი შეიწირა. რამდენიმე აფეთქება მოეწყო ბაღდადის მახლობლად სხვადასხვა ადგილას, რის შედეგადაც 24 ადამიანი დაიღუპა. დაიჭრა 70-ზე მეტი. წელს ერაყში ძალადობის ფაქტები გახშირდა, რის გამოც შიშობენ, რომ განახლდება რელიგიურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება, რომელმაც 2006-2007 წლებში ათასობით ადამიანი შეიწირა. მიმდინარე წელს უკვე 5000-ს გადააჭარბა ერაყში ძალადობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა.