ნობელის პრემიის ლაურეატები პუტინს მიმართავენ „გრინპისის“ აქტივისტების საკითხზე

ნობელის პრემიის 11-მა ლაურეატმა, მათ შორის სამხრეთ აფრიკელმა დესმონდ ტუტუმ და ირანელმა შირინ ებადიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიმართეს წერილით, რომელშიც თხოვენ, არ დაუშვას მეკობრეობის ბრალდების წაყენება გარემოსდამცველ ორგანიზაცია „გრინპისის“ 30 დაკავებული წევრისათვის. 30-ვე აქტივისტი სექტემბერში დააკავეს არქტიკაში, „გრინპისის“ გემზე. ისინი პროტესტს გამოთქვამდნენ არქტიკაში ნავთობის მოსაპოვებლად კომპანია „გაზპრომის“ მიერ წარმოებული სამუშაოების გამო.