აშშ-ის საბიუჯეტო კრიზისის თაობაზე მოლაპარაკებები პროდუქტიულად მიმდინარეობს

აშშ-ის სენატში პროდუქტიულად მიმდინარეობს მოლაპარაკებები საბიუჯეტო კრიზისის დარეგულირების თაობაზე, თუმცა კანონმდებლები ჯერ კიდევ შორის არიან შეთანხმებამდე. ამის შესახებ სამშაბათს განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯეი კარნიმ. რამდენიმე ხნით ადრე თეთრმა სახლმა უარი განაცხადა რესპუბიკელების მიერ შეთავაზებულ ბიუჯეტის გეგმაზე, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ფედერალური ხელისუფლების მუშაობის განახლება უნდა მომხდარიყო.