სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და 40 დაკარგულად ითვლება იაპონიაში მძვინვარე ტაიფუნ „ვიფას“ შედეგად. ამ დროისათვის ტაიფუნი ატომურ ელექტროსადგურ „ფუკუსიმას“ უახლოვდება. სადგურის ოპერატორი კომპანია „ტერსო“ ცდილობს ამოტუმბოს წვიმის წყალი, რათა თავიდან აიცილოს წყლის მატება. ქვეყანაში ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის გამო დარღვეულია ტრანსპორტის მოძრაობა. ყველაზე მეტი მსხევრპლი კუნძულ ოსიმაზეა, რომელიც ტოკიოს სამხრეთით მდებარეობს.