ფილიპინებში 80-მდე ადამიანი შეიწირა ძლიერმა მიწისძვრამ

ფილიპინებში, სულ ცოტა, 77 ადამიანი შეიწირა მიწისძვრამ, რომელიც დღეს დილით მოხდა ფილიპინების ცენტრალურ ნაწილში. მიწისძვრის სიმძლავრე 7,2 იყო. ბოჰოლის კუნძულზე მდებარე ქალაქ კარმენში მრავალი შენობა დაინგრა, მძიმედ დაზიანდა გზები და ხიდები. ბოჰოლზე, სულ ცოტა, 61 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია ათობით პირი. პროვინციებიდან სულ უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება, რის საფუძველზეც ოფიციალური პირები მსხვერპლის რიცხვის გაზრდას მოელიან.