გადადგა ლიბიის შინაგან საქმეთა მინისტრი

ლიბიის შინაგან საქმეთა მინისტრი მუჰამედ ხალიფა შეიხი თანამდებობიდან გადადგა. ის ამ პოსტზე სამი თვის წინ დაინიშნა. თავის წერილში მინისტრი წერს, რომ მას არ ჰყოფნიდა პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერა, ასევე მან საყვედური გამოთქვა, საერთო ნაციონალური კონგრესის - ლიბიის პარლამენტის ზოგიერთი წევრის მიმართ, რომლებიც, მინისტრის თქმით, მის საქმიანობაში ერეოდნენ. მიმდინარე თვეში თანამდებობა დატოვა ასევე ლიბიის ვიცე-პრემიერმა ავად ბარასიმ. ამის მიზეზად მან ხელისუფლების უუნარობა დაასახელა, რომელიც ქვეყანაში შექმნილ არეულობას ვერ აწესრიგებს.