სანქტ-პეტერბურგში 67 ადამიანი დააკავეს ლგბტ აქტივისტების, ჰომოფობებისა და პოლიციის დაპირისპირების შემდეგ. შაბათს სანქტ-პეტერბურგში გეების უფლებების 20-მდე დამცველი შეიკრიბა ცისარტყელის ფერიანი დროშები და პლაკატებით: „შეაჩერეთ ჰომოფობია რუსეთში“. მაგრამ იმ ადგილას, სადაც აქცია უნდა გამართულიყო, მათ დახვდნენ კაზაკები და მართლმადიდებელი მოქალაქეები. დაიწყო ჩხუბი. გეების უფლებების დამცველთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნატალია ციმბალოვას ინფორმაციით, დაპირისპირება პროვოცირებული იყო ჰომოფობების მიერ, პოლიციელების დახმარებით.