ერაყში, სულ ცოტა, 12 ადამიანი დაიღუპა ბაზართან დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. ინციდენტი ქალაქ სამარაში მოხდა. პოლიციის ცნობით, დანაღმული ავტომანქანა ბაზრის შესასვლელთან აფეთქდა, დაიჭრა 30-მდე ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია.