აზერბაიჯანის პრეზიდენტად არჩევა ილჰამ ალიევს დღეს სატელეფონო საუბრისას მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა და ილჰამ ალიევმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა და კეთილმეზობლური ურთიერთობება კიდევ უფრო გაღრმავდება.