ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მყოფმა რუსმა სამხედროებმა დანარჩენი საქართველოსგან მავთულხლართებით გამიჯნეს გორის რაიონის სოფელ აძვის ნაწილიც - ამის შესახებ დღეს განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ ჩხეიძემ. მისი ინფორმაციით, მავთულხლართებს მიღმა მოექცა 4 ჰექტარი მიწის ფართობი.