სულ ცოტა 51 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ასეული დაიჭრა ეგვიპტეში სამთავრობო ძალებსა და ყოფილი პრეზიდენტის მუჰამედ მურსის მხარდამჭერებს შორის შეტაკებების შედეგად. გავრცელებული ინფორმაციით 40 ადამიანი დაიღუპა მხოლოდ კაიროში, როცა მურსის მხარდამჭერებს სამთავრობო ძალებმა არ მისცეს ტაჰრირის მოედანზე შეჭრის საშუალება. იმ დროისთვის მოედანზე დროებითი მთავრობის მხარდამჭერები არაბეთ-ისრაელის ომის დაწყებიდან 40 წლისთავს აღნიშნავდნენ. ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მუჰამედ მურსის 423 მხარდამჭერი დაკავებულია.