„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე მიხეილ სააკაშვილი დასახელდა

ყოფილი მმართველი პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო ყრილობა მიმდინარეობს სპორტის სასახლეში, სადაც შეკრებილი დელეგეტები პარტიის თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს შემადგენლობას ირჩევენ. ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური საპარლამენტო პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის, ხოლო პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე დავით ბაქრაძის კანდიდატურებია წარდგენილი. ყრილობის დელეგატები კენჭს უყრიან პარტიის ახალ წესდებას, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილების მიმღები ძირითადი ორგანო პოლიტიკური საბჭო იქნება.