ნიდერლანდმა რუსეთს უჩივლა გაეროს საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალში

ნიდერლანდმა მიმართა საზღვაო სამართლის გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალს, რომელიც ჰამბურგში მდებარეობს. ნიდერლანდი რუსეთს უჩივის მისი ქმედებისთვის ზღვაზე და მოითხოვს გაათავისუფლონ გრინპისის აქტივისტები, რომლებიც მურმანსკში დააკავეს და მეკობრეობაში სდებენ ბრალს. 30 დაპატიმრებული, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, იმყოფებოდნენ გრინპისის ხომალდ „არქტიკ სანრაიზზე“, რომელიც ნიდერლანდის დროშით დაცურავდა და დაკავებული იქნა რუსეთის მესაზღვრეების მიერ 19 სექტემბერს, როცა ბუნების დამცველები გაზპრომის ჭაბურღილთან, იქ ნავთობის მოპოვების მიმართ საპროტესტო აქციას აწყობდნენ.