ბარაკ ობამა ვიზიტებს აუქმებს საბიუჯეტო კრიზისის გამო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საბიუჯეტო კრიზისი გამო გადადო დაგეგმილი ვიზიტები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში. მის ნაცვლად ტურნეში სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი გაემგზავრება. სამშაბათს აშშ-ის ფედერალურმა ხელისუფლებამ 700 ათასზე მეტი საჯარო მოსამსახურე უხელფასო შვებულებაში გაუშვა. ამის მიზეზი გახდა კონგრესში რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის მიუღწეველი შეთანხმება ბიუჯეტის კანონპროექტზე. ბარაკ ობამამ ასევე გადადო ვიზიტები მალაიზიასა და ფილიპინებზე.