აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მოუწოდებს მავთულხლართების მოხსნისკენ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რუსეთს საქართველოში მავთულხლართების მოხსნისკენ მოუწოდა. დეპარტამენტში გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე მარი ჰარფს, სპიკერის მოადგილეს ჟურნალისტმა ჰკითხა - აქვს, თუ არა აშშ-ს რეაქცია რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოში მავთულხლართების აგების პროცესის მიმართ? ჰარფმა განაცხადა: „შეშფოთებით ვუყურებთ რუსეთის ძალების მზარდ ქმედებას საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ ღობეებისა და სხვა ფიზიკური წინაღობების აგებისას. საზღვრის გავლების ეს პროცესი ეწინააღმდეგება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს, საქართველოს სუვერენიტეტსა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს. საზღვრის გავლება ზიანს აყენებს მხარეებს შორის ნდობას, ართულებს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას მოხსნას წინაღობები და საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე განიხილოს“.