საპრეზიდენტო არჩევნებში აზერბაიჯანის ოპოზიციის საერთო კანდიდატის გამილ ჰასანლის მომხრეებმა ბაქოში მსვლელობა მოაწყვეს. ორგანიზატორთა თქმით სანქცირებულ აქციაში, რომელსაც ჰასანლის მომხრეები მეორედ მართავენ, ათი ათასი კაცი ესწრებოდა. თუმცა, პოლიცია აცხადებს რომ მხოლოდ 1500 კაცი მონაწილეობდა. ჰასანლიმ, რომლიც პრეზიდენტ ილხამ ალიევის მთავარი კონკურენტია, მომხრეებს მოუწოდა 9 0ქტომბრის არჩევნებში ხმა მას მისცენ და ამით წერტილი დაუსვან ალიევების ოჯახის დიქტატურას.