პაკისტანში 17 კაცი დაიღუპა სამთავრობო ავტობუსზე თავდასხმისას

17 დაიღუპა და 43 დაიჭრა ჩრდილოეთ პაკისტანში ავტობუსთან მომხდარი აფეთქების შემდეგ. როგორც იუწყებიან, ტრანსპორტს პაკისტანის ხელისუფლების წარმომადგენლები გადაჰყავდა. აფეთქება პარასკევს ჩარსადას რაიონში მოხდა. როგორც რადიო თავისუფლების პაკისტანის სამსახურის კორესპონდენტი იუწყება მძიმე მდგომარეობაში იმყოფება 10 დაჭრილი, რომლებსაც ერთ-ერთ ჰოსპიტალში მკურნალობენ. აფეთქებაზე, რომელიც ხელისუფლების ცნობით დისტანციური მართვის პუნქტით განხორციელდა, არავის აუღია პასუხისმგებლობა.