სახლების დემონტაჟი დვანში

Your browser doesn’t support HTML5

სოფელ დვანში მიმდინარეობს სამი დამწვარი სახლის დემონტაჟი. მახაჭაშვილები, მეკარიშვილები და კორაშვილები ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამი დღის წინ გააფრთხილეს, რომ "საზღვარს" კიდევ 50 მეტრით გადმოწევდნენ და ამ ზოლში მათი სახლებიც მოექცეოდა. სამივე სახლი ოკუპირებული ტერიტორიის გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარეობს. ისინი 2008 წლის ომის დროს გადაწვეს, მაგრამ მათი მფლობელები სახლებითა და სათავსოებით, ასევე ნაკვეთებით სარგებლობას განაგრძობდნენ. დვანელები ხელისუფლებისგან დახმარებასა და მათს პრობლემაზე სასწრაფო რეაგირებას მოითხოვენ.