საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

25 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ნიუ იორკში, სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლისთვისაც ეს ამ მასშტაბის ბოლო საჯარო გამოსვლა იყო ქვეყნის პრეზიდენტის რანგში. მან ისაუბრა საქართველოს წინაშე მდგარ პრობლემებზე, კერძოდ ქვეყნის სეპარატისტულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასა და შექმნილ ვითარებაში რუსეთის როლზე.