პაკისტანში ძლიერი მიწისძვრის შედეგად სულ ცოტა 208 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ასეული დაშავდა. მიწისძვრა სამშაბათს, შუადღისას პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთში, ბალუჯისტანის პროვინციაში მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 7,7 მაგნიტუდა იყო. ეპიცენტრი ავარანის რაიონსა და ახლომდებარე ხუზდარის ტერიტორიაზე იყო. მიწისქვეშა ბიძგები იყო პაკისტანის დედაქალაქ კარაჩიშიც, რომელიც ეპიცენტრიდან 250 კილომეტრში მდებარეობს. ბიძგები საგრძნობი იყო ინდოეთის დედაქალაქ დელიშიც, რომელიც ეპიცენტრიდან 1200 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. პაკისტანის ხელისუფლების ინფორმაციით, მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ, თვითმხილვეთა თქმით, მიწის ნაწილის ზემოთ აწევა და არაბეთის ზღვაში, გვადარის პორტთან ახლოს პატარა კუნძულის წარმოშობაც კი გამოიწვია.