ირაკლი ალასანია გამოეხმაურა საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებს

საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებს რუსეთის მიერ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიური ნების გამოცდად აფასებს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. ”დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოცდას სწორად გავივლით”, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, პროცესში ჩართულია საერთაშორისო თანამეგობრობა, რომლის რეაქცია საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევასთან ერთად შედეგად იმას მოიტანს, რომ სიტუაციის ესკალაცია არ მოხდება.