სომალიში გაეროს წარგზავნილი სამშაბათს გამოვიდა მოწოდებით, რათა გაიზარდოს საერთაშორისოო ანტიტერორისტული ქვედანაყოფის რაოდენობა სომალის ექსტრემისტულ დაჯგუფება ალ შაბაბის წინააღმდეგ საბრძოლველად. ნიკოლას კეი, ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ალ შაბაბი, რომელსაც 5000 კაციანი დაჯგუფება ჰყავს, საერთაშორისო მასშტაბის საფრთხეს წარმოადგენს. კეიმ დაგმო სისხლისმღვრელი თავდასხმა კენიის დედაქალაქ ნაირობიში მდებარე სვაჭრო ცენტრში, რასაც 62 ადამიანი შეეწირა.