ძლიერი წვიმების შედეგად თელავისა და ახმეტის რაიონის სოფლები დაიტბორა

კახეთში უხვი ნალექის შედეგად თელავისა და ახმეტის რაიონის სოფლები დაიტბორა. საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ადიდდა მდინარეები ლოპოტა და ალაზანი. დაიხოცა შინაური ფრინველი და ცხოველი, წყალი შევარდა რამდენიმე სოფლის სახლებში. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მუშაობს შესაბამისი ტექნიკა და დაწყებულია ზარალის შესწავლა.