სირიის სუნიტურ დასახლებაში 15 ადამიანი დაიღუპა

დასავლეთ სირიაში მდებარე ჰამის პროვინციაში მთავრობის ჯარებმა სირიის მმართველი რეჟიმის მხარამჭერ შეიარაღებულ პირებთან ერთად დახოცეს, სულ ცოტა, 15 ადამიანი სუნიტების დასახლება შეიხ ჰადიდში. ამ ცნობას ავცრელებს ლონდონში დაფუძნებული ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“. მისივე ცნობით, დაიჭრა ათამდე ადამიანი. ორგანიზაციის თანახმად, დასახლებაში შეტაკება მოხდა მეამბოხეებსა და მთავრობის მომხრე ძალებს შორის და ჯერ ნათელი არ არის, არიან თუ არა დაღუპულებს შორის შეიარაღებული პირებიც.