ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის მთავრობის კანდიდატები წარადგინა
Your browser doesn’t support HTML5
19 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა. მინისტრობის ათი კანდიდატი აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად გადაეგზავნება. აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ, ეს დევნილობაში მყოფი მთავრობის რიგით მეექვსე შემადგენლობაა.