განათლება ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის
Your browser doesn’t support HTML5
მურმან იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სასწავლო ოთახი გაიხსნა. ლეიკემიის მკურნალობა დროში გაწელილი პროცესია. კლინიკაში გახსნილი სასწავლო ოთახი ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს სათანადო განათლება მიიღონ და სკოლის პროგრამას არ ჩამორჩნენ. პროექტი განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.