ევროპის პარლამენტში ოთხშაბათს საღამოს მოხსენებით გამოვა ევროკავშირის კომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფიულე, რომელიც, წინასწარ გავრცელებული ცნობებით, რუსეთის მიმართ კრიტიკულ განცხადებებს გააკეთებს. ის „მიუღებელს“ უწოდებს რუსეთის მუქარას ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ წევრი ზოგი ქვეყნისადმი, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გასაფორმებლად ემზადება. ფიულეს კრიტიკა, სავარაუდოდ, მიმართული იქნება რუსეთის მხრიდან ზეწოლის ყველა ფორმისაკენ, რომელთა შორისაც არის ენერგომარაგების საფასურის გაზრდა, ხელოვნური სავაჭრო დაბრკოლებები, სამხედრო თანამშრომლობის შეჩერება. მოსალოდნელია ასევე, რომ ფიულე ევროკავშირის აღმოსავლელ პარტნიორებს მოუწოდეს, უფრო მჭიდრო ურთიერთობა დაამყარონ რუსეთთან, თუ ეს ხელს არ შეუშლის ასოცირების შეთანხმებას. "აღმოსავლეთის პარტნიორობაში" ექვსი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა მონაწილეობს, მათ შორის საქართველო.