რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ მოსკოვში, ბოლოტნაიას მოედანზე შეკრებილ თავის მხარდამჭერებს განუცხადა, რომ კვირას ჩატარებული დედაქალაქის მერის არჩევნები გაყალბებულ იქნა. საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ ნავალნი არჩევნებში დამარცხდა, ხოლო გამარჯვება მოქმედმა მერმა, სერგეი სობიანინმა მოიპოვა. თუმცა თავად ნავალნიმ ორშაბათს თქვა, რომ ამ კენჭისყრამ რუსეთში ჭეშმარიტი ოპოზიციის დაბადებას მისცა ბიძგი. ნავალნის შტაბის თანახმად, კენჭისყრა დარღვევებით წარიმართა და სწორედ ამან მისცა სობიანინს ხმათა 51.3 პროცენტის მოპოვების საშუალება. ეს მაჩვენებელი საკმარისია საიმისოდ, რომ მეორე ტური არ გაიმართოს და სობიანინი არ დაუპირისპირდეს ნავალნის, რომელსაც, ოფიციალური მონაცემებით, ხმათა 27.2 პროცენტი ერგო. მოსკოვის პოლიციის მონაცემებით, ნავალნის მხარდამჭერთა აქციაზე 9,000-მდე ადამიანი გამოცხადდა, სხვა მონაცემებით აქციის მონაწილეთა რაოდენობა 10,000-ს აჭარბებდა. ხელისუფლებას ნებართვა მხოლოდ 2,500 პირისგან შემდგარი აქციის გამართვაზე ჰქონდა გაცემული