ჭიდაობა ოლიმპიურ სახეობად რჩება

ბუენოს აირესში მიმდინარე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 125-ე კონგრესზე კენჭისყრის შედეგად გადაწყდა, რომ ჭიდაობამ გადარჩენისთვის ბრძოლა მოიგო. სპორტის ტრადიციულმა სახეობამ, რომელსაც შვიდი თვის განმავლაბაში ემუქრებოდა ოლიმპიური სახეობის სტატუსის დაკარგვა, კვირას, კონგრესმა 2020 და 2024 წლების ოლიმპიური თამაშებზე ბოლო თავისუფალი ადგილი არგუნა. 95-იდან 49 ხმია ჭიდაობამ აშკარად მოუგო კენჭისყრა კონკურენტ სახეობებს, ბეიზბოლს/სოფტბოლს (24 ხმა) და სკვოჩს (22 ხმა). ამით საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოასწორა თავისი აღმასრულებელი ორგანოს შეფასება, რომელსაც ოლიმპიური პროგრამიდან ჭიდაობის ამოღების სურვილი გამოთქვა.