სირიიდან საქართველოს ხუთი მოქალაქე დაბრუნდა

საქართველოს, სირიაში მყოფი მოქალაქეების ნაწილი დღეს საქართველოში დაბრუნდა. ხუთი მათგანი სირია-სტამბოლის რეისით ჩაფრინდა თბილისში.
მომდევნო რეისით თურქეთის გავლით, საქართველოში კიდევ შვიდი ადამიანი დაბრუნდება. დანარჩები კი საქართველოში ბეირუთიდან გემით მოემგზავრებიან.
,,წამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დაგვეხმარა. მინდა ჩვენი ჯგუფის სახელით მადლობა ვუთხრა. დაგვეხმარა ეგვიპტის საკონსულოს წარმომადგენელი, რომელიც დღეში ათჯერ გვირეკავდა,”- განაცხადა სირიაში მცხოვრებმა ქართველმა ხათუნა მემანიშვილმა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სირიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დასაბრუნებლად ბეირუთი-სტამბოლი-თბილისის მიმართულებით 8 სექტემბრით დათარიღებული ბილეთები შეიძინა. დამასკში სულ, საქართველოს 18 მოქალაქე იმყოფებოდა.