შტეფან ფიულე: სომხეთის ვალდებულება საბაჟო კავშირში და ევროკავშირის ხელშეკრულება ერთმანეთს არ შეესაბამება

ევროკავშირის კომისარმა გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფიულემ განაცხადა, რომ ბლოკი არ გააფორმებს სომხეთთან ასოცირებს შესახებ ხელშეკრულებას იმ ფორმით, როგორც ეს იყო შეთანხმებული. ფიულეს თანახმად, ამის მიზეზი ერევნის გადაწყვეტილებაა შეუერთდეს რუსეთთან, ბელორუსიასთან და ყაზახეთთან ერთად საბაჟო კავშირს. ეს ფიულემ განაცხადა პარასკევს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ედვარდ ნალბანდიანთან შეხვედრის შემდეგ. ფიულემ ასევე თქვა, რომ სომხეთის ვალდებულება საბაჟო კავშირში და ევროკავშირთან ხელშეკრულება ერთმანეთს არ შეესაბამება. სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარქისიანმა სამშაბათს გამოაცხადა, რომ სომხეთი საბაჟო კავშირს უერთდება.