დევიდ კამერონი: ბრიტანეთს აქვს ახალი მტკიცებულება, რომ დამასკში ქიმიური იარაღი გამოიყენეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, დავიდ კამერონის განცხადებით, თუკი აშშ არანაირ ღონისძიებას არ გაატარებს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების წინააღმდეგ, ეს სირიის პრეზიდენტ ბაშარ-ალ ასადისათვის საშინელი სიგნალი იქნება, ამის შესახებ მან ტელეკომპანია ბიბისისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა. მისი სიტყვებით, დიდ ბრიტანეთს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სირიელი ხალხის დახმარების საკითხში. კამერონმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ დიდ ბრიტანეთს აქვს ახალი მტკიცებულებები იმისა, რომ დამასკში ქიმიური იარაღი გამოიყენეს.