ინდოეთის კონტროლის ქვეშ მყოფ ქაშმირის რეგიონში სამართალდამცავებმა და უშიშროების ძალებმა გააძლიერეს უსაფრთხოება ბავარიის სახელმწიფო ორკესტრის კონცერტის წინ, რომელსაც უდირიჟორებს ინდოეთში დაბადებული, ზუბინ მეჰტა. ინდოეთში გერმანიის საელჩოა მისი ორგანიზატორი. ელჩმა მიხაელ შტაინერმა განაცხადა, რომ კონცერტის მიზანია, ქაშმირელების გულების მოგება იმედისა და წახალისების მესიჯის გზით. კონცერტს, რომელიც 7 სექტემრებს გაიმართება, დაესწრება 1500 საგანგებოდ მიწვეული სტუმარი. ის მოეწყობა დალის ტბის ნაპირზე, სრინაგარში. ქაშმირი ორ ქვეყანას, ინდოეთსა და პაკისტანს შორის გაყოფილი რეგიონია. მოძალადე სეპარატისტებმა მუქარა გამოაქვეს, რომ ჩაშლიან კონცერტს.