დღეს, 15 საათზე, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერები საჯაროდ განადგურდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთბის სამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, ვიდეოჩანაწერები ე.წ. მოდულის შენობაში მედიის თანდასწრებით განადგურდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ფარული ჩანაწერების განადგურების საკითხზე შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომაზე 2 სექტემბერს მიიღეს. მასალა, რომელიც განადგურებას ექვემდებარება, დაახლოებით 181 საათის ხანგრძლივობისაა.