რუსეთმა დროებით აკრძალა ხორცის პროდუქტის იმპორტი ბელორუსიიდან

რუსეთმა დროებით აკრძალა ცოცხალი ღორის და ღორის ხორცის პროდუქტების შეტანა ბელორუსიიდან. რუსეთის ხელისუფლების თანახმად, აკრძალვა დაუყოვნებლივ, პარასკევიდან შედის ძალაში, რადგან ბელორუსიაში აფრიკული ღორის ჭირი გაჩრდა. ხუთშაბათს, რუსეთის სახელმწიფო კომპანიამ, „ტრანსნეფტმა,“ გამოაცხადა, რომ ნავთობის ექსპორტი ბელორუსიაში 20 პროცენტით შემცირდა. იმავე დღეს, რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა შეშფოთება გამოხატა ბელორუსიიდან იმპორტირებული პროდუქტის ჰიგიენური მდგომარეობის გარშემო. პროდუქტების თაობაზე განცხადებები მოჰყვა ორ ქვეყანას შორის დაძაბულობას, რაც გამოიწვია ბელორუსიაში რუსეთის „ურალკალის“, პოტაშის საწარმოს გენერალური დირექტორის, ვლადისლავ ბაუმგარტნერის, დაპატიმრებამ. ბელორუსიაში ბაუმგარტნერს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. ბაუმგარტნერი ადრე რუსულ-ბელორუსულ, პოტაშის ეთობლივ საწარმოს განაგებდა. „ურალკალის“ მიერ საწარმოდან წილის გამოტანამ, გამოიწვა პოტაშის ფასის დაცემა, რამაც ბელორუსიის ეკონომიკა დააზარალა.