პირველად ისტორიაში, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლად ქალი დაინიშნა

ისლამური რესპუბლიკის ისტორიაში პირველად, ირანმა ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლად დაასახელა ქალი. მარზიე აფხამი ადრე, რეფორომისტი პრეზიდენტის, ხათამის დროს, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა სამინისტროში. ამ კვირაში, საგერო უწყების ახლანდელმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თეირანი გეგმავს ქალის დანიშნვას ერთ-ერთი საელჩოს ხელმძღვანელად. პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ, რომელიც გააკრიტიკეს იმის გამო, რომ კაბინეტში მხოლოდ კაცები შეიყვანა, მნიშვნელოვან თანამდებობეზე ქალები დანიშნა: ერთი იქნება მისი ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო მეორე ქალების საკითხებში მრჩეველი.