ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი ციხიდან კაიროს სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მუბარაქი ვერტმფრენით წაიყვანეს კაიროში მდებარე ტორის ციხიდან მას შემდეგ, რაც პროკურორმა გასცა განკარგულება მისი გათავისუფლების შესახებ. 85 წლის მუბარაქი 2011 წლის აპრილიდან იმყოფებოდა ციხეში, მანამდე, მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად, მისი მმართველობის დამხობის შემდეგ. კაიროში სასამართლომ ოთხშაბათს მიიღო გადაწყვეტილება მისი პირობით გათავისუფლების შესახებ. ეგვიპტის დროებითი პრემიერ-მინისტრის, ჰაზემ ელ-ბებლავის ადმინისტრაციის ცნობით, მუბარაქს შინა პატიმრობაში მოათავსებენ. სასამართლომ მუბარაქი უდანაშაულოდ სცნო რამდენიმე, მათ შორის კორუფციის ბრალდებით. თუმცა, რჩება ბრალდებები, რომლებიც ეხება მუბარაქის კავშირს 2011 წლის დემონსტრაციების მონაწილეების მიმართ უშიშროების ძალების მიერ ძალის გამოყენებასთან.