ავღანელმა კაცმა, რომელმაც 11 ოჯახის წევრი დაკარგა ამერიკელი ჯარისკაცის რობერტ ბეილსის მიერ გასულ წელს მოწყობილი ხოცვა-ჟლეტის შედეგად, ჩვენება მისცა ვაშინგტონის შტატში მდებარე სამხედრო ბაზაზე მიმდინარე ტრიბუნალს. ჰაჯი მუჰამედ ვაზირმა აღწერა, თუ რა განიცადა, როცა დედა, ცოლი და შვიდიდან ექვსი შვილი დახოცილები ნახა ყანდაარის პროვინციაში გასულ წელს ბეილსის მიერ მოწყობილი თავდასხმის შემდეგ. ვაზირი ერთ-ერთია იმ ავღანელთაგან, ვინც აშშ-ში ბეილსის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად ჩაიყვანეს. 39 წლის ბეილსს ბრალად ედება გასული წლის ივნისში ხოცვა-ჟლეტის მოწყობაში. მას სამუდამო პატიმრობა მიესჯება. მსაჯულები გადაწყვეტენ სამუდამო პატიმრობა შეწყალების უფლებით მიესაჯოს, თუ ამ უფლების გარეშე.