ფუკუსიმის ატომური ელექტრო-სადგურის ოპერატორმა კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, სადგურის ერთ-ერთი ცისტერნიდან 300 ტონა რადიოაქტიური წყლის გაჟონვის შესახებ. ტოკიოს ელექტროენერგიის კომპანიამ (TEPCO) სამშაბათს განაცხადა, რომ უცნობია წყლის გაჟონვის მიზეზები, თუმცა ცნობილია ის, რომ წყალი ნიადაგში ჩაიღვარა. კომპანიის ინფორმაციით, რადიოაქტიურ წყალს არ უნდა ჩაეღწია ოკეანეში, როგორც ეს ადრე მოხდა. TEPCO-ს წარმომადგენელმა მასაიუკი ონომ განაცხადა, რომ ცისტერნასთან, საიდანაც გაჟონვა მოხდა, წარმოიშვა გუბე, რომელშიც რადიაციის დონე სადგურზე მომუშავე ადამიანებისთვის წლიურ დასაშვებ დონეს ხუთჯერ აღემატება. ფუკუსიმის სადგურის თანამშრომლები გუბიდან და დაზიანებული სიცტერნიდან წყალს სხვა კონტეინერში ქაჩავენ. ფუკუსიმის რეაქტორები 2011 წლის მარტში მომხდარმა მიწისძვრამ დააზიანა.