„რევოლუცია უმაღლესი განათლების სისტემაში დამანგრეველია“, - ამის შესახებ განცხადება თსუ-ს ახლად არჩეულმა რექტორმა ლადო პაპავამ დღეს "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, არანაირ ქირურგიულ ჩარევას, რაც ხელს შეუშლის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესს, არ აპირებს. პაპავამ ფაკულტეტების ავტონომიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფაკულტეტებს აკადემიური და შესაძლოა ფინანსური ავტონომია უნდა ჰქონდეთ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი რექტორის თქმით, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის და არ აქვს "პოლიტიკური ტვირთი რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ". თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა გუშინ გახდა. თსუ-ს რექტორის არჩევნებში ლადო პაპავამ 10 ხმა მიიღო, მისმა კონკურენტმა ირმა რატიანმა კი -2.