პაკისტანის ხელისუფლების ინფორმაციით, უცნობი შეიარაღებული პირების მიერ სამგზავრო მატარებელზე განხორცილებულ თავდასხმას ორი კაცი ემსხვერპლა, 24 კი - დაიჭრა. ინცინდენტი ბელუჯისტანის პროვინციის ქალაქ კვეტადან 35 კილომეტრის დაშორებით მოხდა, სადაც ხშირია დაპირისპირება სეპარატისტულ და ისლამისტური დაჯგუფებებს შორის. თავდამსხმელები შეირაღებულები იყვნენ ყუმბარსატყორცნებით და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით. პარასკევის თავდასხმამდე ერთი დღით ადრე შეიარაღებულმა პირებმა ბელუჯისტანში 14 კაცი, მათ შორის უშიშროების ოფიცრები დახოცეს.