ისრაელმა გადასცა ბოსნიას ისრაელის მოქალაქე, სერბიული წარმოშობისა, რომელიც ეჭვმიტანილია გენოციდში ბოსნიაში. ალექსანდარ ცვეტკოვიჩს ბრალდება, რომ ის სავარაუდოდ, მონაწილეობდა, სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტაში. ბრალდების თანახმად, ის რვაკაციან დამსჯელ რაზმში შედიოდა, რომელმაც მიიღო რვა ათასი მაჰმადიანი კაცის და ბიჭის დახოცვაში. ისრაელის იუსტიციის სამინისტროს თანახმად, ცვეტკოვიჩის ექსტრადიცია პირველი შემთხვევაა, რომ ისრაელი გენოციდში ბრალდებულს რომელიმე სახელმწიფოს გადასცემს. ბოსნიაში დაბადებული ცვეტკოვიჩი, თავის ებრაელ ცოლსა და ბავშვებთან ერთად ისრაელში 2006 წელს გადასახლდა და მოქალაქეობა მიიღო. მასზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული და 2011 წელს დააპატიმრეს. ცვეტკოვიჩი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მხოლოდ სამხედრო მანქანის მძღოლი იყო.