კალიფორნია კანონით დაიცავს მოსწავლე ტრანსგენდერთა უფლებებს

კალიფორნია გახდა პირველი შტატი აშშ-ში, სადაც კანონით იქნება დაცული მოსწავლე ტრანსგენდერთა უფლებები საბავშვო ბაღიდან მოყოლებული სწავლის უკანასკნელ წლამდე. ახალი კანონის თანახმად, რომელსაც ხელი მოაწერა შტატის დემოკრატმა გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა, სკოლის ადმინისტრაცია უფლებას აძლევს ტრანსგენდერ მოსწავლეებს, ისარგებლონ ქალთა და მამაკაცთა ტუალეტით მათი თვითაღქმის მიხედვით. გარდა ამისა, კანონი უფლებას აძლევს მოსწავლეებს, მონაწილება მიიღონ სხვადასხვა პროგრამებსა და ღონისძიებებში გოგონებისა და ბიჭებისთვის იმის მიხედვით, რომელ სქესს მიაკუთვნებენ ისინი თავს.