ეგვიპტის სინაის ნახევერკუნძულზე არმიამ მეამბოხეები დახოცა

ეგვიპტს არმიის ცნობით, სამხედრო შვეულმფრენმა ცეცხლი გაუხსნა, სავარაუდოდ, შეიარაღებული მეამბოხეების ჯგუფს, რის შედეგადაც 25 პირი დაიღუპა ან დაიჭრა. ოპერაცია ჩატარდა სინაის ჩრდილოეთში, კვირას ადრე. ეს ინციდენტი მოჰყვა პარასკევის შემთხვევას, როცა ხუთი მეამბოხე დახოცეს. ისინი, ცნობით, ისრაელის მიმართულებით რაკეტის გატყორცნას ამზადებდნენ და უპილოტო თვითმფრინავმა გაუხსნა ცეცხლი. ისრაელმა პასუხისმგელობა მომხდარისთვის უარყო. ეგვიპტის სინაის ნახევარკუნძული პრეზიდენტ მურსის ჩამოგდების შემდეგ მზარდი განუკითხაობის რეგიონად იქცევა.